Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website. For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili) |
დავით გორდელაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1968 წელს. 1969–1972წწ. იყო საქართველოს სსრ ალ. ნათიშვილის სახელობის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი; 1972–1975წწ. ციტოლოგიის განყოფილების უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1975–1980წწ. თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს მეორე თერაპიული განყოფილების მორიგე ექიმი–თერაპევტი; 1980–1990წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის შინაგან დაავადებათა პროპედევტიკის კათედრის ასისტენტი; 1990–1995წწ. დოცენტი; 1995–1997წწ. პროფესორი; 2000-2005წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღდგენილი მედიცინის ფაკულტეტის პირველი დეკანი, 1998-2006წწ. ამავე უნივერსიტეტის შინაგან დაავადებათა კათედრის გამგე. 2003-2012წწ. ქალაქის პირველი კლინიკური საავადმყოფოს "ზოგადთერაპიული კლინიკის" პროფესორი; 2012 წლიდან შპს "ამტელ ჰოსპიტალ პირველი კლინიკური" თერაპიული და კარდიოლოგიური დეპარტამენტის პროფესორი; 2013 წლიდან თერაპიული სამსახურის უფროსი. ავტორია 3 გამოგონების და 84 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება გულის კუნთის მორფოლოგიას, ჰეპატოლოგიას, მინერალურ ცვლას, ლაზეროთერაპიას, თერაპიის სწავლების მეთოდოლოგიას. გამოცემული აქვს მონოგრაფია: "გულის მორფოლოგია სიკვდილის სხვადასხვა მექანიზმის დროს"(1976); 1983-1988წწ. სამი სამეურნეო-ხელშეკრულებითი სამეცნიერო თემის ხელმძღვანელი; არის რამდენიმე საკანდიდატო და სადოქტორო სადისერტაციო ნაშრომის ხელმძღვანელი, ოპონენტი და რეცენზენტი; მისი ხელმძღვანელობით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2002-2004წწ. სამედიცინო ფაკულტეტზე გაიხსნა ჯანდაცვის მეცნიერებათა მაგისტრატურა; პირველმა წაიკითხა სამედიცინო სამართლის ლექციები ამავე უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე; არის თერაპიული მიმართულების კლინიკური მდგომარეობების მართვის 7 სახელმწიფო სტანდარტის(პროტოკოლის) ავტორი. არის ექიმი–თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მიოკარდიუმის მორფოლოგიური ცვლილებები სიკვდილის სხვადასხვა მექანიზმის დროს ექსპერიმენტში", დაიცვა 1973 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "მინერალური ცვლის დარღვევის ექსპერტ–დიაგნოსტიკა, პროფილაქტიკა და მკურნალობა ექსტრემალურ პირობებში ღვიძლის ქრონიკული დაავადებების დროს", დაიცვა 1993 წელს. Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |