შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ალექსანდრე გოცირიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სიღნაღის რაიონი, სოფელი ნუკრიანი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1928 წელს. 1928-1933წწ. მუშაობდა უნივერსიტეტის ფიზიოლოგიის კათედრაზე ასისტენტის, შემდეგ დოცენტის თანამდებობაზე; 1933 წლიდან გარდაცვალებამდე ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიური კათედრის გამგედ, შეთავსებით – პროფესიულ დაავადებათა და შრომის ჰიგიენის ინსტიტუტში ფიზიოლოგიური განყოფილების გამგედ; 1934-1945წწ. გორისა და 1942-1953წწ. თბილისის ინსტიტუტებში; ეწეოდა სამეცნიერო–ორგანიზაციულ მუშაობას ფიზიოლოგიური საკითხების პოპულარიზაციისათვის; ფიზიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი(1942). ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |