The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ელგუჯა გოცირიძე

ელგუჯა გოცირიძე
დაბადების თარიღი:20 მარტი, 1958  (67 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თერჯოლა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1981 წელს.

1981-1982წწ. ქუთაისის ავტოქარხნის მედ. სან. ნაწილი, ქირურგიული განყოფილების ექიმი-ინტერნი; 1982-1984წწ. ქალაქის საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ქირურგი; 1984-1985წწ. ქალაქის სამშობიარო სახლის განყოფილების გამგე; 1985-1994წწ. ქალაქის სამშობიარო სახლის მთავარი ექიმი; 1994-2001წწ. აკად. ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მთავარი ექიმი; 2001-2016წწ. "ჩაჩავას კლინიკის" გენერალური დირექტორი. 2014 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი. განხორციელებული აქვს მნიშნელოვანი პროექტები ჯანდაცვის მიმართულებით.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "დედათა სიკვდილიანობა საქართველოს ჯანდაცვის სისტემის რეფორმების პირობებში", დააიცვა 2005 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2016-)