შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ნოდარ გრიგოლია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სამტრედიის რაიონი, სოფელი ჭოგნარი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1968 წელს. 1968–1971წწ. იყო ყაზახეთის სსრ ცელინოგრადის ოლქის ქ. ატბასარის რაისაავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ორდინატორი; 1971–1974წწ. ასპირანტი; 1975–1982წწ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის საფაკულტეტო ქირურგიის კათედრის ასისტენტი; 1982–1991წწ. დოცენტი; 1992–1994წწ. პროფესორი; 1994 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის ქირურგიულ სნეულებათა N3 კათედრის გამგე. ავტორია 152 სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს ორი მონოგრაფია: "კარდიოსპაზმი" და "კლინიკური ქირურგია". მისი ხელმძღვანელობით დაცულია 4 საკანდიდატო დისერტაცია. წლების განმავლობაში მუშაობდა აკადემიკოს ე. ფიფიას ხელმძღვანელობით და ითვლება მის მოწაფედ. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "წყლულოვანი დაავადების თავისებურება მოხუცთა და ხანში შესულთა ასაკში", დაიცვა 1975 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "წყლულოვანი დაავადების კლინიკა და მკურნალობა ქალებში", დაიცვა მოსკოვის II სამედიცინო ინსტიტუტის ქირურგიულ საბჭოზე 1989 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |