შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
შიო გუგეშაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გროზნო. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1934 წელს. 1934-1941წწ. და 1946-1958წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში შინაგან სნეულებათა პროპედევტიკის კათედრაზე; 1958-1986წწ. იყო ამავე კათედრის გამგე, ხოლო 1986 წლიდან კონსულტანი; 1943-1946წწ. იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სამედიცინო სამსახურში; სწავლობდა ორგანიზმში წყლისა და მკვრივ ნივთიერებათა ცვლას ნორმასა და პათოლოგიაში, კერძოდ ბოტკინის დაავადებასა და ბაქტერიული დიზენტერიის დროს; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის საბრძოლო ორდენები; II მსოფლიო ომის მონაწილე, თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1966), პროფესორი(1968). ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |