The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ნიკოლოზ გუგუნავა

დაბადების თარიღი:22 იანვარი, 1946  (78 წლის)
კატეგორია:ოტო-რინო-ლარინგოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1969 წელს.

1969-1970წწ. იყო სოფელ შაუმიანის(მარნეულის რაიონი) საავადმყოფოს ექიმი-ოტოლარინგოლოგი; 1970-1971წწ. თბილისის ტუბდისპანსერის ექიმი ოტოლარინგოლოგი; 1971-1986წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა კათედრის ასისტენტი; 1986 წლიდან რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა განყოფილების გამგე. ავტორია 18 სამეცნიერო ნაშრომის , რომლებიც ეხება  ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს. არის ექიმი-ოტოლარინგოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, უმაღლესი კატეგორიის ექიმი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ხახის ტონზილების გავლენა კუჭის სეკრეტორულ მოწმედებაზე", დაიცვა 1973 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს რესპუბლიკის ოტოლარინგოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1988 - რესპუბლიკის დამსახურებული ექიმი