შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ალექსანდრე გუგუციძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ბაღდათის რაიონი, სოფელი როხი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1954 წელს. 1954-1963წწ. იყო ფოთის მეზღვაურთა საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ორდინატორი; 1963-1966წწ. თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს გულ-მკერდის ქირურგიის განყოფილების ორდინატორი; 1966-1977წწ. ლანჩხუთის ცენტრალური საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგე, რაიონის მთავარი ქირურგი; 1977-1991წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული მე-4 მთავარი სამმართველოს საავადმყოფო-პოლიკლინიკის ქირურგიული განყოფილების გამგე; 1991-1996წწ. ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის ცენტრის ქირურგი-კონსულტანტი; 1996 წლიდან ოჯახის ექიმის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის დეკანი. ექიმი-ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კუდმახვილა ჭიით გამოწვეული აპენდიციტის კლინიკისა და დიფერენციული დიაგნოზის საკითხისათვის", დაიცვა 1966 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |