The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



მამუკა გურგენიძე

მამუკა გურგენიძე
Date of birth:11 February, 1964  (60 years)
Category:Surgeon

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სწავლობდა სარატოვის სამედიცინო ინსტიტუტში (1984–88) შემდეგ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1990 წელს.

1991 წლიდან მუშაობს სამედიცინო რადიოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ენდოსკოპიისა და ენდოქირურგიის განყოფილებაში. გაიარა სტაჟირება ენდოქირურგიაში: მოსკოვი (რუსეთი), მიუნხენი (გერმანია), გრაცი (ავსტრია). 1998 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 2003 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. ავტორია 70-მდე სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც შეეხება კუჭის წყლულოვან დაავადებას, მალიგნიზაციას, კიბოს დიაგნოსტიკას ქოლედოქოლითიაზის დიაგნოსტიკასა და ენდოსკოპიურ მკურნალობას. “საყლაპავი მილის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ენდოსკოპიის ატლასი”-საქართველოში პირველი ენდოსკოპიური მონოგრაფია. მუდმივად მონაწილეობს საერთაშორისო კონგრესებსა და სიმპოზიუმებში: პრაღა (ჩეხეთი), გრაცი (ავსტრია), სტამბული (თურქეთი), ტაშკენტი (უზბეკეთი), ამსტერდამი (ნიდერლანდები), დუსელდორფი (გერმანია),ჩიკაგო (ა.შ.შ). ექიმი–ენდოსკოპისტი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გ. მუხაძის პრემიის ლაურეატი, ენდოსკოპიის და ენდოქირურგიის განყოფილების სამეცნიერო ხელმძღვანელი, ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კუჭის წყლულის მალიგნიზაციის კომპლექსური დიაგნოსტიკა", დაიცვა 1998 წელს.

Member of Organizations

  • ევროპის ენდოსკოპიური ქირურგიის ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს ენდოსკოპისტთა ასოციაცია, პრეზიდენტი

Contacts Information

  • Business
    კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (აკად. ფ. თოდუას კლინიკა)
    Address:თბილისი, თევდორე მღვდლის ქ. 13
    Phone:(99532) 234 81 19; (99532) 234 28 30
  • Business
    თსსუ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა
    Address:თბილისი, გუდამაყრის ქ. 4
    Phone:(995 32) 261 01 01;