The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



გურამ დავითაია

გურამ დავითაია
Date of birth:10 July, 1939  (84 years)
Category:Surgeon

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ხონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1966 წელს, სოხუმის პედაგოგიური უნივერსიტეტის ფიზიკა–მათემატიკის ფაკულტეტი 1969 წელს.

1958–1960წწ. იყო სოხუმის დრამატული თეატრის თანამშრომელი; 1966–1969წწ. მაკინსკის(ყაზახეთი) რაიონული საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილე–ქირურგი; 1972– 1991წწ. ბავშვთა ქირურგიის კათედრის ასისტენტი; 1991 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბავშვთა ქირურგიის კათედრის პროფესორი. ავტორია 150–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, გამოცემული აქვს მონოგრაფიები. ხელმძღვანელობს სტუდენტთა სამეცნიერო წრეს, ექიმებსა და ასპირანტებს. ექიმი–ბავშვთა ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, მედიცინისა და სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "იშემიზირებული ნაწლავის მარყუჟის სიცოცხლის უნარიანობა და ნაწლავთა მწვავე გაუვალობის დიაგნოსტიკა", დაიცვა 1974 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "მწვავე მუცლის სინდრომი ბავშვებში", დაიცვა 1989 წელს.

Member of Organizations

  • ბავშვთა ქირურგთა ასოციაცია, წევრი
  • ბერლინის ქართული საზოგადოება

Awards and Honors

  • 1971 - მედალი
    ყამირის ათვისებისათვის