შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
სიმონ დალაქიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1960 წელს. 1960–1963წწ. იყო ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი; 1963–1965წწ. მეცნიერ–თანამშრომელი; 1969 წლიდან გერონტოლოგიის განყოფილების გამგე; 1982 წლიდან მორფოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში. ავტორია 110 სამეცნიერო ნაშრომის, 8 საკანდიდატო დისერტაციის ხელმძღვანელი, სსრკ. სამედიცინო ენციკლოპედიის გერონტოლოგიის განყოფილების რედაქტორი. მიღებული აქვს სამი პატენტი რძე–მჟავე და ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტებზე. გერონტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. კალიფორნიის შტატის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი (1983). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ადამიანის თავის ტვინის დიდი ჰემისფეროების ქერქის ზოგიერთი ველის სტრუქტურული ცვლილებები დაბერების პროცესში", დაიცვა 1965 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |