The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



თამარ დეკანოსიძე

თამარ დეკანოსიძე
დაბადების თარიღი:3 ნოემბერი, 1922
გარდაცვ. თარიღი:23 ივლისი, 2008  (85 წლის ასაკში)
კატეგორია:პათოლოგ-ანატომი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა ხარაგაული.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1943 წელს.

1943-1969წწ. იყო ამავე ინსტიტუტის პათოლოგიური ანატომიის კათედრის ასისტენტი, დოცენტი, პროფესორი; 1969-1973წწ. ჰისტოლოგიის და ემბრიოლოგიის კათედრის გამგე; 1973-1996წწ. პათოლოგიური ანატომიის კათედრის გამგე; 1943-1990წწ. მუშაობდა თბილისის სხვადასხვა დაწესებულებების პროზექტორად; 1980-2000წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი პათოლოგანატომი. 1984-1999 წლებში — საქართველოს პათოლოგ-ანატომთა სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარე. მონაწილეობდა თბილისში 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების შემსწავლელი სამთავრობო კომისიის მუშაობაში. დეკანოსიძის სამეცნიერო შრომები ეხება საქართველოში სექციური მასალის ანალიზს ნოზოლოგიური პროფილის დადგენის მიზნით, ნერვულქსოვილოვან ურთიერთობებს ნორმალური და პათოლოგიური ზრდის პირობებში გეროგენული ცვლილებების მორფოლოგიური საფუძვლებს, სამედიცინო-ბიოლოგიური პროცესების შეფასების აუცილებლობას სინერგეტიკის პოზიციებიდან (მოლეკულური ბიოლოგია, ბიოფიზიკა).

ავტორია 250-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, გამოქვეყნებული აქვს 6 მონოგრაფია, მათ შორის „შეგუებისა და კომპენსაციური პროცესების მორფოფუნქციური საფუძვლები“, რომელშიც მიენიჭა ივანე თარხნიშვილის სახელობის პრემია 1962 წელს. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 187 საკანდიდატო და 72 სადოქტორო დისერტაცია. მის სახელს უკავშირდება საქართველოში პათოლოგიური ანატომიის სამსახურის (1968), ჰისტოლოგიის და ემბრიოლოგიის სწავლების (1969), პათოლოგიური ანატომიის სწავლების რეორგანიზაცია (1973), იყო ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის სარედაქციო საბჭოს და ჟურნალ „Архив патологии“-ს რედ. კოლეგიის წევრი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ნერვული სისტემის სხვადასხვა განყოფილებების სტრუქტურული ცვლილებები", დაიცვა 1955 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "შეგუებითი და კომპენსაციური პროცესების მორფოლოგიური საფუძვლები", დაცივა 1964 წელს.

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1964), როფესორი (1966), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1976).  


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ათეროსკლეროზის, გერონტოლოგთა საერთაშორისო საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-რესპონდენტი (1983-)
  • საქართველოს პათოლოგ-ანატომთა სამეცნიერო საზოგადოება, თავმჯდომარე (1984-1999)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2002 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1999 - წლის საუკეთესო მასწავლებლის პრემია
  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1981 - შრომის წითელი დროშის ორდენი
  • 1962 - ივანე თარხნიშვილის სახელობის პრემია
  • 1962 - საპატიო ნიშნის ორდენი