The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ნიკოლოზ დემეტრაძე

დაბადების თარიღი:6 დეკემბერი, 1888
გარდაცვ. თარიღი:7 აპრილი, 1954  (65 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქ. თბილისი
კატეგორია:ქირურგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ბაღდათის რაიონი, სოფელი წითელი ხევი.

დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1919 წელს.

1924-1929წწ. მუშაობდა თბილისის სხვადასხვა საავადმყოფოში ქირურგად; 1937-1947წწ. იყო თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ტოპოგრაფიული ანატომიის და ოპერაციული ქირურგიის კათედრის პროფესორი; 1947 წლიდან გარდაცვალებამდე ამავე კათედრის გამგე; წლების მანძილზე იყო სამედიცინო ინსტიტუტის სანჰიგიენური ფაკულტეტის დეკანი; იკვლევდა ტოპოგრაფიული ანატომიის და ოპერაციული ქირურგიის ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა ბარძაყის არხის თიაქარკვეთის ანატომიური საფუძვლები, ნერვებისა და სისხლძარღვების ცვალებადობა, ოსტეომიელიტის მკურნალობა, კანის პლასტიკა; ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1937).

ბიბლიოგრაფია