The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ლევან დვალი

დაბადების თარიღი:9 მაისი, 1927
გარდაცვ. თარიღი:30 იანვარი, 1983  (55 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქ. თბილისი
კატეგორია:ქირურგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1949 წელს.

1951-1952წწ. იყო მოსკოვის I სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფაკულტატური ქირურგიული კათედრის თანამშრომელი; 1952-1956წწ. მუშაობდა მოსკოვის II, ხოლო 1957-1958წწ. მოსკოვის I კლინიკური საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში; 1958-1961წწ. იყო საქართველოს ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–მუშაკი; 1961-1967წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის დოცენტი; 1967-1983წწ. ზოგადი ქირურგიული კათედრის პროფესორი; 1970 წლიდან იყო თბილისის მთავარი ქირურგი და აქტიურ მონაწილეობას იღებდა თბილისის ქირურგთა საზოგადოების მუშაობაში; მისი სამეცნიერო შრომები ეხება ქირურგიის აქტუალურ საკითხებს; არის მრავალი სამეცნიერო შრომის, მათ შორის 5 მონოგრაფიის ავტორი; ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1964), პროფესორი(1967).

ბიბლიოგრაფია