შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
გიორგი დიდავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. 1975 წელს – დაამთავრა ქუთაისის 25-ე საშუალო სკოლა ოქროს მედლით. 1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1981-1983 წლებში – თსსუ პათოლოგიური ანატომიის კათედრის კლინიკური ორდინატორი. 1983-1987 წლებში – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი; 1987 წელს – დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია; 1999 წელს – სადოქტორო დისერტაცია. სამუშაო გამოცდილება: 1983–1986წწ. ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი პათოლოგანატომი; 1986 წლიდან ხელმძღვანელობს ბავშვთა ცენტრალურ პათოლოგანატომიურ გაერთიანებას; შპს მოზრდილთა და ბავშვთა პათოლოგიის ცენტრი; თსსუ პროფესორი; ავერსის კლინიკის პათოლოგანატომი; მოზრდილთა და ბავშვთა პათოლოგიის პათოლოგანატომიური სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის დირექტორი; შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტი კლინიკურ პათოლოგიაში. დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის “ვექტორი”-ს ექსპერტი კლინიკური პათოლოგი. ავტორია 60-მდე სამეცნიერო ნაშრომის. არის ექიმი–პათოლოგანატომი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. მის სახელს უკავშირდება საქართველოში ბავშვთა პათოლოგანატომიური სამსახურის ორგანიზაცია და ბავშვთა რეანიმაციული პათოლოგიის სტრუქტურული საფუძვლების შესწავლა. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პანკრეასის ეგზოკრინული აპარატის მორფოლოგიური ცვლილებები ჰემორაგიული შოკის დროს და პოსტრეამინაციულ პერიოდში" (1987). მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (2004). ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |