The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



დარეჯან დიდებულიძე

დაბადების თარიღი:6 მაისი, 1926  (98 წლის)
გარდაცვ. თარიღი:200?
კატეგორია:პედიატრი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1948 წელს.

1948–1952წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ბავშვთა სნეულებათა კათედრის ორდინატორი; 1952–1959წწ. დედათა და ბავშვთა ჯანდაცვის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1960–1968წწ. პედიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის სამეანოგინეკოლოგიურ ახალშობილთა განყოფილების ხელმძღვანელი; 1968–1986წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბავშვთა სნეულებათა კათედრის ასისტენტი; 1987 წლიდან პედიატრიისა და მოზარდთა მედიცინის კათედრის ასისტენტი. ავტორია 82 სამეცნიერო ნაშრომის. სამეცნიერო–პრაქტიკულ ხელმძღვანელობას უწევს ისტორიისა ეთნოგრაფიული ინსტიტუტის ხალხური მედიცინის ეთნოგრაფიული კვლევის ჯგუფს. ექიმი–პედიატრი, საერო ინსტიტუტ "გაენათის" პედიატრიის კათედრის დოცენტი. სტუდენტთა სახელმძღვანელო "პედიატრიის" თანაავტორი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ბავშვთა ექიმების სამეცნიერო საზოგადოება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1984 - საქართველოს უმაღლესი სკოლის დამსახურებული მუშაკი