შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
იგორ დოლიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა ლენინგრადის პედიატრიული სამედიცინო სახელმწიფო ინსტიტუტი 1965 წელს. 1965–1966წწ. იყო გროზნოს უსინათლო ბავშვთა რესპუბლიკური სკოლა–ინტერნატის უფროსი ექიმი; 1966–1967წწ. ქირურგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის პათოფიზიოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1973–1978წწ. ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ექსპერიმენტული მედიცინისა და სამეცნიერო კიბერნეტიკის განყოფილების გამგე; 1978–1980წწ. ქირურგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ავტომატიზებული რეამინაციული სისტემების ლაბორატორიის გამგე; 1980–1981წწ. აჭარის რესპუბლიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილე; 1981–1995წწ. სეფსისის საწინააღმდეგო რესპუბლიკური ცენტრის თერაპიული განყოფილების ექიმი; 1995–1998წწ. იარაგის (დერბენტი) საერთაშორისო უნივერსიტეტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის გამგე; 1980–1981წწ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში მართვის ავტომატიზებული სისტემების – "აჭარის ჯანდაცვა" მთავარი კონსტრუქტორი(მეცნიერი ხელმძღვანელი); 1998 წლიდან სპორტული მედიცინის კათედრის პროფესორი, ენერგოინფორმაციულ მეცნიერებათა საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი, პროფესორი (თერაპიაში) და თსი "საქართველოს" თერაპიული ციკლის ხელმძღვანელი. ავტორია 101 სამეცნიერო ნაშრომის და მონოგრაფიების. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მეტაბოლური დარღვევების შესახებ წვრილი ნაწლავის კედლებში შოკისა და სისხლკარგვის დროს", დაიცვა 1972 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ნაწლავისმიერი სეფსისის ეტიოლოგია, პათოგენეზი, დიაგნოსტიკა და მკურნალობა თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიის გამოყენებით", დაიცვა 1993 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |