The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ნანა დოლიძე

დაბადების თარიღი:28 აპრილი, 1937  (88 წლის)
კატეგორია:თერაპევტი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1961 წელს.

1961–1965წწ. მუშაობდა რუსთავის საავადმყოფოსა და პოლიკლინიკაში; 1965–1968წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტის შინაგან სნეულებათა კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1969–1990წწ. ამავე კათედრის ასისტენტი; 1990 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტის შინაგან სნეულებათა კათედრის დოცენტი. ავტორია 40 სამეცნიერო ნაშრომის. არის მე–4 კლინიკური საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების კონსულტანტი, შეისწავლის გულის დაავადებების დროს ელექტროლიტურ ბალანსს. ექიმი–თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მჟავე–ტუტოვანი წონასწორობა, ოსმორეგულაცია და კუთრი ელექტროგამტარებლობა სისხლის პლაზმისა და შარდის სხვადასხვა გენეზის შეშუპების დროს ასაკობრივ ასპექტში (გულის ქრონიკული უკმარისობა, ღვიძლის ციროზი, ქრონიკული გლომერულონეფრიტი)", დაიცვა 1982 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "ინტერნისტთა" საზოგადოება, წევრი