The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



მერი დონდოლაძე

დაბადების თარიღი:22 თებერვალი, 1953  (72 წლის)
კატეგორია:ჰემატოლოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1976 წელს.

1977–1980წწ. იყო თბილისის სისხლის გადასხმის და ჰემატოლოგიის ინსტიტუტის ექიმი–ჰემატოლოგი, ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის ჰემობლასტოზების განყოფილების ონკო–ჰემატოლოგი; 1981–1990წწ. ამავე განყოფილების უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1990–1996წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. 1996 წლიდან შეთავსებით მუშაობს თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური სამხედრო ჰოსპიტლის ექიმ–ჰემატოლოგად. ავტორია 35 სამეცნიერო ნაშრომის, 2 გამოგონების. ექიმი–ჰემატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჰემობლასტოზების და ბანალური ლიმფადენიტების ზოგიერთი კლინიკო–იმუნოლოგიური მაჩვენებლების შედარებითი შესწავლა", დაიცვა 1985 წელს სანკტ–პეტერბურგში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • იმუნოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი
  • ონკოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი
  • ჰემატოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1984 - კომკავშირის პრემია
  • სამკერდე ნიშნით "სსრკ გამომგონებელი"