The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ნესტან დუდუჩავა

დაბადების თარიღი:22 ნოემბერი, 1951  (73 წლის)
კატეგორია:ფსიქიატრი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1974 წელს.

1974-1976 წწ. იყო მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრის ს/კ ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1976-1978 წწ. უფროსი ლაბორანტი; 1978-1981 წწ. მეცნიერ-თანამშრომელი; 1981-1993 წწ. სწავლული მდივანი; 1996-1997 წწ. ნეკროზების განყოფილების სამეცნიერო ხელმძღვანელი; 1991-1996 წწ. ფსიქოლოგიური დახმარების კრიზისული ცენტრის "ნდობა" - ხელმძღვანელი; 1994-1996წწ. საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციის პრეზიდენტი; 1997 წლიდან ა. გოცირიძის სახელობის ფსიქონევროლოგიური დისპანსერის მთავარი ექიმი. არასამთავრობო ორგანიზაცია კავშირის "ამაგი" თავმჯდომარე; არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, სტატიისა და ბროშურის ავტორი ნევროზებისა და პერსონალური აშლილობების კლინიკასა და მკურნალობაზე; ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებზე. არის ჟურნალ "საქართველოს ფსიქიატრიის მოამბისა" და "ფსიქიკის" რედკოლეგიის წევრი; აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ფსიქიატრიის რეფორმატორთა საერთაშორისო მოძრაობის წევრი (1993). ექიმი, ფსიქიატრი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ფსიქიატრიის რეფორმატორთა საერთაშორისო მოძრაობა, წევრი (1993-)

ბიბლიოგრაფია