The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



გივი დუმბაძე

Date of birth:16 February, 1925  (100 years)
Category:Pathophysiologist

Biography

დაბადერბის ადგილი: ქ. ოზურგეთი.

დაამთავრა ლენინგრადის ს. მ. კიროვის სახელობის სამხედრო სამედიცინო აკადემია 1952 წელს.

1952–1965წწ. იყო საბჭოთა არმიაში სამხედრო ექიმი სხვადასხვა თანამდებობაზე; 1965–1969წწ. ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის, 1969–1985წწ. ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის პათოფიზიოლოგიის განყოფილების გამგე; 1985–1996წწ. სამედიცინო ინსტიტუტის პრორექტორი სამეცნიერო დარგში. 1996 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. ავტორია 200–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს ორი მონოგრაფია. ექიმი–პათოფიზიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ფუნქციის მოშლის პათოგენეზი და ჰიპოთერმიის გამოყენება გულის ჭრილობების დროს".

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქალა–ტვინის კომბინირებული ტრავმის პათოგენეზის მასალები".

Member of Organizations

  • მეორე მსოფლიო ომის სრულიად საქართველოს ვეტერანთა ასოციაცია, პრეზიდენტი
  • საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემია, ვიცე-პრეზიდენტი
  • საქართველოს პათოფიზიოლოგთა საზოგადოება, თავმჯდომარე

Awards and Honors

  • 1986 - ღირსების ორდენი
  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი