შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ლია დუნდუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1953 წელს. 1954–1958წწ. იყო ბურიატ–მონღოლეთის ასსრ ქ. ბაბუშკინის რკინიგზის მე–7 პოლიკლინიკა–საავადმყოფოს ექიმი თერაპევტ–პედიატრი; 1959–1962წწ. ონკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის პათომორფოლოგიური ლაბორატორიის ექიმი ლაბორანტი; 1962–1976წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1976 წლიდან ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის პათომორფოლოგიური ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 86 სამეცნიერო ნაშრომის. სამეცნიერო პრაქტიკულ ხელმძღვანელობას უწევდა დახელოვნებაში საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან მოვლინებულ ექიმ–მორფოლოგებს. ექიმი–პათომორფოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, უმაღლესი კატეგორიის ექიმი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ზოგიერთი ქსოვილოვანი კომპონენტების ჰისტოქიმიური თავისებურებანი საშვილისნოს ყელის ეროზიებსა და კიბოში", დაიცვა 1969 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |