The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ქეთევან ედიგარაშვილი

დაბადების თარიღი:22 მაისი, 1924  (99 წლის)
კატეგორია:ნევროპათოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სიღნაღი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1947 წელს.

მუშაობდა დედათა და ბავშვთა დაცვის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში; ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში; ი. ფაღავას სახელობის რესპუბლიკური პედიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ფსიქო–ნევროლოგიური განყოფილების უფროს მეცნიერ–თანამშრომლად. ავტორია 80 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ბავშვთა ნევროლოგიის აქტუალურ საკითხებს. ბავშვთა ნევროპათოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კლინიკისა და ზოგიერთი ელექტრო–ფიზიოლოგიური და ბიოქიმიური მაჩვენებლების საკითხისათვის პოლიომელიტის ნარჩენი მოვლენების მქონე ბავშვების კომპლექსური მკურნალობის დროს კურორტ ახტალაზე", დაიცვა 1975 წელს.