The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



თინათინ ჩიქოვანი

თინათინ ჩიქოვანი
დაბადების თარიღი:30 აგვისტო, 1958  (66 წლის)
კატეგორია:ალერგოლოგი, იმუნოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1980 წელს.

1983-1987წწ. იყო ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი "ალერგოლოგია და იმუნოლოგიის" სპეციალობით; 1991 წლიდან სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის დეკანი, იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი; ავტორია 34 სამეცნიერო ნაშრომის; მისი ხელმძღვანელობით დაცულია ერთი საკანდიდატო დისერტაცია. ალერგოლოგი, იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ამნიოქორიონის კულტურალური სითხისა და პრეპარატ პლაფერონის პეპდიტური ფრაქციის იმუნომარეგულირებელი მოქმედება", დაიცვა 1989 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა – "პლაფერონი ლბს იმუნოფარმაკოლოგია", დაიცვა 1997 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ალერგოლოგიის, იმუნოლოგიისა და იმუნორეაბილიტაციის სამეცნიერო საზოგადოება, სწავლული მდივანი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - პრეზიდენტის I ხარისხის სტიპენდია

ბიბლიოგრაფია

  • იმუნოლოგია : მოკლე კურსი (ავტორი). - თბილისი, 2012. - 229 გვ. - ISBN: 978-9941-0-4126-6
  • იმუნოლოგია : მოკლე კურსი (ავტორი). - თბილისი, 2007. - 220 გვ. - ISBN: 978-99940-69-46-0

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
    მისამართი:თბილისი, ვაჟა-ფშაველას 33