The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



ნოდარ ემუხვარი

ნოდარ ემუხვარი
Date of birth:4 April, 1944  (80 years)
Category:Cardiologist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი შეშელეთი(გალის რაიონი).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1967 წელს.

1967–1970წწ, იყო ახალციხის ექიმი თერაპევტი; 1974–1983წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტი; 1974–1983წწ. სამკურნალო ფაკულტეტის საფაკულტეტო თერაპიის კათედრის ასისტენტი; 1984–1994წწ. დოცენტი; 1995 წლიდან – ამავე კათედრის გამგე და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის N1 კლინიკის დირექტორი. 1998 წლიდან არის სამკურნალო ფაკულტეტის დეკანი და პრორექტორი სამკურნალო დარგში. ავტორია 96 სამეცნიერო ნაშრომის კარდიოლოგიის აქტუალურ პრობლემებზე. მისი ხელმძღვანელობით დაცულია სამი საკანდიდატო დისერტაცია. ექიმი–კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ადრეული ეკგ ცვლილებები მწვავე კორონალური ნაკლოვანების დროს და სხვადასხვა ეკგ განხრების დიაგნოსტიკური მნიშვნელობა მიოკარდიუმის ინფარქტის დიაგნოსტიკაში", დაიცვა 1974 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "საყლაპავიდან ელექტროფიზიოლოგიური გამოკვლევის შესაძლებლობანი გულის სხვადასხვა პათოლოგიის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში", დაიცვა 1985 წელს.

Member of Organizations

  • ევროპის კარდიოლოგთა ასოციაცია, წევრი
  • კარდიოლოგთა ასოციაციის პრეზიდიუმი, წევრი
  • საქართველოს ინტერნისტთა საზოგადოება, წევრი

Awards and Honors

  • ჯანდაცვის ფრიადოსანი
  • ღირსების ორდენის კავალერი

Bibliography

  • შინაგანი სნეულებანი : სახელმძღვანელო უაღლესი სამედიცინო სასწავლებლების სტუდენტებისათვის და ექიმებისთვის (Editor) // ტომი 2. - თბილისი, მთაწმინდელი, 2009. - 844 გვ. - ISBN: 978-99940-975-8-6
  • შინაგანი სნეულებანი : სახელმძღვანელო უაღლესი სამედიცინო სასწავლებლების სტუდენტებისათვის და ექიმებისთვის (Editor) // ტომი 1. - თბილისი, მთაწმინდელი, 2008. - 685 გვ. - ISBN: 978-99940-975-7-9

Contacts Information

  • Business
    ჰელსიკორი -ისრაელი-საქართველოს ერთობლივი სამედიცინო კვლევითი კლინიკა
    Address:თბილისი, თევდორე მღვდლის ქ. 13
    Phone:2 43 33 43; 557 09 99 11; 577 04 48 63