The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



კონსტანტინე ერისთავი

კონსტანტინე ერისთავი
Date of birth:3 February, 1889
Date of death:12 March, 1975  (at 86 years)
Burial location:დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Surgeon

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი სოლომინაო, ვანის რაიონი.

დაამთავრა იურიევის (ახლანდელი ტარტუ) უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1914 წელს.

პირველი მსოფლიო ომის დროს ის იბრძოდა მოქმედ არმიაში. 1918 წელს დაბრუნდა საქართველოში. 1941 წლამდე ის ჯერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შემდეგ კი სამედიცინო ინსტიტუტში განაგებდა ზოგადი ქირურგიის, 1941–1950წწ. საფაკულტეტო ქირურგიის, ხოლო 1949–1960წწ. ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრებს. სხვადასხვა დროს იყო თბილისის რკინიგზის საავადმყოფოს უფროსი, თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის დირექტორი, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სისხლის გადასხმის ინსტიტუტის დირექტორი, ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის დირექტორი. ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიოლოგიისა და მედიცინის განყოფილებას. კ. ერისთავმა დანერგა საქართველოში გულის, სისხლძარღვების, ფილტვების, საყლაპავი მილის, თავის ტვინისა და სხვა ოპერაციები. დიდი წვლილი მიუძღვის ტრავმატოლოგიისა და ონკოლოგიის განვითარების საქმეში.

Member of Organizations

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1950-)
  • საქართველოს ქირურგიული საზოგადოება, საპატიო თავმჯდომარე
  • ჯანდაცვის სამინისტროს სამეცნიერო საბჭო, თავმჯდომარე

Awards and Honors

  • საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • ლენინის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • საპატიო ნიშნის ორდენი

Bibliography