The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ვერა ვაშაკიძე

დაბადების თარიღი:10 მარტი, 1927
გარდაცვ. თარიღი:22 სექტემბერი, 1996  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:ტოქსიკოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1949 წელს.

მუშაობდა სანატორიუმ "ლიკანსა"  და "სტროიტელში"(გუდაუთა). 1963-1978 წლებში იყო ნ. მახვილაძის სახელობის შრომის ჰიგიენისა და პროფდაავადების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ტოქსიკოლოგიური განყოფილების გამგე. იყო ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, ხოლო შემდეგ დირექტორი(1978-1996). ვერა ვაშაკიძე არჩეული იყო მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ბიუროს მრჩევლად(1978). იყო იუნეპის პოტენციურად ტოქსიკური ნივთიერების საერთაშორისო რეგისტრის კორესპონდენტი(1985). ჩინეთის სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიის ვიზიტიორ-პროფესორი(1990). რესპუბლიკის მთავარი სპეციალისტი პროფპათოლოგიისა და ტოქსიკოლოგიის დარგში(1987). არის მრავალი სამეცნიერო შრომის, მათ შორის 7 მონოგრაფიის ავტორი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1971), პროფესორი(1979), ექიმი-ტოქსიკოლოგი.  

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემია, წევრი (1994-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1985 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია