The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



ლამარა ვაშაკიძე

ლამარა ვაშაკიძე
Date of birth:2 July, 1950  (73 years)
Category:Pulmonologist, Phtisiologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1974 წელს.

1974–1976წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფთიზიატრიის კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1976–1980წწ. ტუპერკულიოზის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დიაგნოსტიკური განყოფილების მეცნიერ–თანამშრომელი; 1980–1992წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფთიზიატრიის და პულმონოლოგიის კათედრის ასისტენტი; 1992–1994წწ. ამავე კათედრის დოცენტი; 1994 წლიდან აღნიშნული კათედრის გამგე. ავტორია 57 სამეცნიერო ნაშრომის; ეკუთვნის ორი რაციონალიზატორული წინადადება, ორი მეთოდური რეკომენდაცია. ექიმი პულმონოლოგ–ფთიზიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ფილტვის ქრონიკული დესტრუქციული ტუპერკულიოზის მკურნალობის ეფექტურობა ბაქტერიაგამოყოფის მასიურობის დინამიკის მიხედვით", დაიცვა 1984 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "სასუნთქი სისტემების არასპეციფიკური ანთებითი დაავადებები ფილტვის ტუპერკულოზის ქრონიკული ფორმებისა და მეტატუბერკულოზური ცვლილებების მქონე პირებში", 1994 წელს.

Member of Organizations

  • პულმონოლოგთა ასოციაციის გამგეობა, წევრი
  • ფთიზიატრთა ასოციაცია, წევრი

Contacts Information

  • Business
    ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი
    Address:თბილისი, მარუაშვილის ქ. N 50
    Phone:2 91 02 51; 2 91 19 41