შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
დავით ვაჭარაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1965 წელს. 1965–1968წწ. იყო ყაზახეთის რესპუბლიკის ქ. ცელინოგრადის პირველი საავადმყოფოს ყელ–ყურ–ცხვირის სნეულებათა განყოფილების ორდინატორი; 1968–1971წწ. მოსკოვის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის და 1971–1988წწ. მოსკოვის მეორე სამედიცინო ინსტიტუტის ყელ–ყურ–ცხვირის სნეულებათა კათედრის ასისტენტი; 1989–1991წწ. ზესტაფონის საავადმყოფოს ოტოლარინგოლოგი; 1991 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ყელ–ყურ–ცხვირის სნეულებათა კათედრის დიცენტი. ავტორია 20 სამეცნიერო ნაშრომის. ოტოლარინგოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ყურის ანგიომების დიაგნოსტიკა და ქირურგიული მკურნალობა" დაიცვა 1971 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
საკონტაქტო ინფორმაცია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |