The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ლამარა ვეფხვაძე

დაბადების თარიღი:7 თებერვალი, 1928  (97 წლის)
გარდაცვ. თარიღი:200?
კატეგორია:მიკრობიოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1953 წელს.

1955–1958წწ. იყო თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის მიკრობიოლოგიის კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1959–1980წწ. ამავე ინსტიტუტის მიკრობიოლოგიისა და ეპიდემიოლოგიის კათედრის ასისტენტი; 1980–1988წწ. დოცენტი; 1988–1993წწ. კათედრის გამგე; 1993 წლიდან კათედრის პროფესორი. ავტორია 35 სამეცნიერო ნაშრომის. მონაწილეობს კათედრის სამეცნიერო შრომების შესრულებაში, საკონსულტაციო მუშაობაში, ხელმძღვანელობს დისერტაციებს. ექიმი–მიკრობიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მოქმედების ეფექტურობა ანტიბიოტიკებისა და მათი კიომბინაციების ბაქტერიოფაგთან და ლიზოციმთან ექსპერიმენტული სტაფილოკოკური ინფექციების დროს", დაიცვა 1974 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის მიკრიბიოლოგთა საზოგადოება, წევრი