Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website. For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili) |
ნინო ვეფხვაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი 1979 წელს. 1984–1986წწ. იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის ექიმი; 1986–1987წწ. თბილისის ჩიყვის საწინააღმდეგო დისპანსერის რადიოიზოტოპური დიაგნოსტიკის ლაბორატორიის გამგე; 1991–1994წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ჰიგიენის კათედრის უფროსი მასწავლებელი; 1994–1996წწ. დოცენტი; 1996 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პრევენციული მედიცინის კათედრის გამგე. არის 40 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და სახელმწიფო პროგრამის – "რადიაცია" კოორდინატორი. ექიმი–რადიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სიმსივნის სხივური დაზიანების ამორჩევითი გაძლიერება მეტრონიზადოლით და ხანმოკლე ჰიპერგლიკემიით", დაიცვა ლენინგრადში 1985 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "მაიონეზებელი გამოსხივების მცირე დოზების ზემოქმედებით ორგანიზმში გამოწვეული ზოგიერთი თვისება, მოსალოდნელი მავნე ეფექტების პროგნოზირება და სათანადო პროფილაქტიკური ღონისძიებების შემუშავება", დაიცვა 1995 წელს. Member of Organizations
Bibliography
Contacts Information
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |