The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



დავით ვირსალაძე

დავით ვირსალაძე
დაბადების თარიღი:25 ნოემბერი, 1943
გარდაცვ. თარიღი:2017  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:ენდოკრინოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1966 წელს.

1971–1972წწ. იყო ქირურგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1972–1974წწ. ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ასისტენტი; 1974 წელს სწავლული მდივანი; 1978–1985წწ. თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ენდოკრინოლოგიის განყოფილების გამგე; 1974 წლიდან დღემდე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ენდოკრინოლოგიის კათედრის დოცენტი. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სრული პროფესორი; ა/ო "დ-მედიტუსი"-ს  თავმჯდომარე. ავტორია 30 სამეცნიერო ნაშრომის და ორი მონოგრაფიის; არის ორი სადისერტაციო ნაშრომის ხელმძღვანელი, ექიმი–ენდოკრინოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "შაქრიანი დიაბეტის დროს ცხიმოვანი ცვლის პათოგენეზის შესწავლა", დაიცვა 1971 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ენდოკრინოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი
  • ექიმთა და დიაბეტით დაავადებულთა თბილისის რეგიონული კავშირი "დ. მედიტუსი", თავმჯდომარე
  • ვაჟა ივერიელის სახელობის საქართველოს ენდოკრინოლოგთა საზოგადოება, თავმჯდომარე
  • საქართველოს დიაბეტოლოგთა ასოციაცია, წევრი
  • შავი ზღვის აუზის ქვეყნების დიაბეტოლოგთა საზოგადოება, წევრი

ბიბლიოგრაფია