შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ვიქტორ ზარქუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა ვინნიცის(უკრაინა) სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1950 წელს. 1951–1957წწ. იყო სოხუმის მეორე საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ორდინატორი; 1957–1965წწ. აფხაზეთის რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ორდინატორი; 1965–1993წწ. ამავე განყოფილების გამგე; 1981–1993წწ. აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ქირურგი; იყო სამამულო ომის ინვალიდთა რესპუბლიკური კლინიკური ჰოსპიტლის ქირურგი. ავტორია 35 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ორგანიზმში ემოციურ ცვლილებებს ოპერაციულ ტრავმასთან დაკავშირებით და კუჭის სეკრეციულ–მოტორული ფუნქციების შესწავლას რეზექციამდე და შემდგომ პერიოდში. ექიმი–ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქირურგიულ ავადმყოფთა წინასაოპერაციოდ მომზადებისა და ოპერაციის შემდგომ პერიოდში გატარების საკითხები", დაიცვა 1962 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |