The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



ალა ზედგინიძე

ალა ზედგინიძე
Date of birth:1941  (83 years)
Category:Transfuziologist, Hematologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თრბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1964 წელს.

1965 წლიდან იყო გრიგოლ მუხაძის სახელობის ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი, უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1989 წლიდან ციტოგენეტიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1998 წლის იანვრიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰემატოლოგიის კათედრის პროფესორი. არის მრავალი სამეცნიერო შრომის ავტორი, მათ შორის 3 გამოგონების, 4 მეთოდური რეკომენდაციისა და 1 სახელმძღვანელოსი, მისი ხელმძღვანელობით დაცულია 5 საკანდიდატო დისერტაცია. ექიმი-ჰემატოლოგ-ტრანსფუზიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1987), პროფესორი(1999), საქართველოში ონკოციტოგენეტიკის ფუძემდებელი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მწვავე ლეიკოზების და სისხლწარმოქმნის ჰოპოპლაზურ მდგომარეობათა ციტოგენეტიკური შესწავლა", დაიცვა 1969 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ციტოგენეტიკური ცვლილებების კანონზომიერებანი ლეიკოზების განვითარების პროცესში", დაიცვა 1987 წელს.

Member of Organizations

  • ევროპის ციტოგენეტიკოსთა ასოციაცია, წევრი
  • ეკოლოგიისა და უსაფრთხო ცხოველქმედების საერთაშორისო სამეცნიერო აკადემია, წევრი
  • საქართველოს სამედიცინო გენეტიკოსთა საზოგადოება, თავმჯდომარე (1996-)