Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website. For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili) |
გიორგი ზედგინიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ჟენევა, შვეიცარია. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1931 წელს. 1931–1932 წლებში მონაწილეობდა ექსპედიციაში ყინულმჭრელ "მალიგინზე". 1932–1934 წლებში იყო ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში არქტიკის შემსწავლელი და კოლიმის მეორე პოლარული ექსპედიციების ექიმი, ამ პერიოდს ეკუთვნის მისი პირველი სამეცნიერო გამოკვლევები, რომლებიც ეხებოდა ჩუკოტკის ერთ-ერთი რაიონის მოსახლეობის სტატისტიკის შესწავლას, პოლარულ ფსიქოზს და ჰაისბეკის დაავადებისა და სურავანდის შერწყმის იშვიათ შემთხვევას. არქტიკაში ყოფნის დროს ასრულებდა საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების დავალებებსაც, აგროვებდა კოლექციებსა და სხვ. გიორგი ზედგინიძე იყო II მსოფლიო ომის მონაწილე. არმიიდან დაბრუნების შემდეგ(1951წლიდან) მუშაობდა თბილისის კურორტოლოგიის ინსტიტუტის წყალტუბოს ფილიალში, სადაც ხელმძღვანელობდა ნევროლოგიურ განყოფილებას და ასრულებდა დირექტორის მოადგილის მოვალეობას სამეცნიერო დარგში. აქ მან შექმნა ბავშვთა პოლიომიელიტის განყოფილება, შეიმუშავა პოლიომიელიტგადატანილ ბავშვთა მკურნალობის მაჩვენებლები და მეთოდიკა. მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა სამუშაო კუნთების პროგრესული დისტროფიისა და ნერვული სისტემის ორგანულ დაავადებათა ბალნეოთერაპიის ხაზით. 1958 წლიდან იყო კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში. იკვლევდა ნერვულ დაავადებათა ეპიდემიოლოგიას, ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევას და ეპილეფსიას. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1964), პროფესორი(1966), ნევროპათოლოგი. Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |