The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



ილია ზედგინიძე

Date of birth:26 November, 1926
Date of death:20 December, 1996  (at 70 years)
Category:Hematologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1948 წელს.

1956–1958 წლებში მუშაობდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს გ. მუხაძის სახელობის ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის, 1958–1970 წლებში კი რენტგენოლოგიისა და სამედიცინო რადიოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში განყოფილების ხელმძღვანელად, შემდეგ დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში. 1966–1969 წლებში იყო გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ბუნებისმეტყველების მეცნიერების და სამედიცინო დეპარტამენტის(ქ. ვენა) დირექტორი, 1971–1973 წლებში და 1983 წლიდან–ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, 1973–1978 წლებში–საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი. 1978 წელს მისი ინიციატივით, ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ბაზაზე შეიქმნა ჰემატოლოგიის და ტრანსფუზიოლოგიის კათედრა, რომელსაც ილია ზედგენიძე ხელმძღვანელობდა 1989 წლამდე. 1996 წელს კათედრას მისი სახელი მიენიჭა. ილია ზედგენიძე იკვლევდა ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის აქტუალურ საკითხებს, ლეიკოზისა და ანემიის ეტიოპათოგენეზის, კლინიკისა და მკურნალობის საკითხებს. დაადგინა ჰემატო-ენცეფალური ბარიერის ფუნქციური მდგომარეობა სხვადასხვა ტრანსფუზიული საშუალებების გადასხმის დროს და სხვ. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1962), პროფესორი (1966), ჰემატოლოგი.

Member of Organizations

  • ბულგარეთის ჰემატოლოგთა და ტრანსფუზიოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, საპატიო წევრი
  • საქართველოს სამედიცინო-ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, წევრი
  • საქართველოს ჰემატოლოგთა და ტრანსფუზიოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, თავმჯდომარე (1975-)
  • ტრანსფუზიოლოგთა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოება, წევრი
  • ჩეხოსლოვაკიის ჰემატოლოგთა და ტრანსფუზიოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, საპატიო წევრი

Awards and Honors

  • 1985 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

Bibliography