The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



მიხეილ ზიმლიცკი

მიხეილ ზიმლიცკი
Date of birth:19 July, 1957  (66 years)
Category:Orthopedist, Traumatologist, Surgeon

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1982 წელს.

1984-1992წწ. იყო ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლი; 1993 წელს საქართველოს სამინისტროს სამკურნალო სამმართველოს უფროსი ოფიცერი; 1994 წლიდან ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ართროლოგიური ჯგუფის ხელმძღვანელი; 2000 წელს აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; 2003 წლიდან არის ამავე ცენტრის ორთოპედია-ტრავმატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. არის 52 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათგან 27 გამოგონებისა. გამოქვეყნებული აქვს: "მოტეხილობის ვრცელი კლასიფიკაცია" (გაიდლაინი, 2000); "მენჯ-ბარძაყის სახსრის ტოტალური ენდოპროტეზირება და პოსტოპერაციული რეაბილიტაცია" (მეთოდური რეკომენდაცია, 2005). მინიჭებული აქვს "სსრკ გამომგონებლის" წოდება (1989); მსოფლიოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოების განვითარებაში ღვაწლისათვის დაჯილდოებულია საპატიო დიპლომებით (1996, 1998); არის SICOT -ის მსოფლიოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოებისა და საზოგადოების საკონსტუტიციო და საკანონმდებლო კომიტეტის წევრი და ნაციონალური დელეგატი. ქირურგი-ორთოპედი, ასისტენტ-პროფესორი, მეცნიერებათა დოქტორი (1990). 

Contacts Information

  • Business
    მედიქლაბჯორჯია
    Address:თბილისი, ტაშკენტის ქ.22ა
    Phone:(995 32) 225 19 91; 599 58 19 91