The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



ნინო თავბერიძე

ნინო თავბერიძე
Date of birth:21 September, 1952  (71 years)
Category:Ophthalmologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1974 წელს.

1974–1976წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის თვალის სნეულებათა კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1976–1978წწ. მუშაობდა მე–3 სამედიცინო სასწავლებელში; 1976–1978წწ. რესპუბლიკურ ცენტრალურ საავადმყოფოში ექიმ–ორდინატორად; 1978–1981წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის თვალის სნეულებათა კათედრის ასპირანტი; 1998-2006 წწ. კი – დოცენტი. 2007 წლიდან დღემდე მუშაობს ექიმ-ოფთალმოლოგად თვალის კლინიკა „ახალ მზერაში“. 983წ. მოიპოვა მედიცინის დოქტორის ხარისხი. 1984წ. გავლილი აქვს პედაგოგთა დახელოვნების ციკლი ქ. მოსკოვის მე-2 სამედიცინო ინსტიტუტში, 1994წ. გაიარა „ლაზერული ქირურგიის კურსი“ ქ. თბილისში, 2004წ. კი ქ. მოსკოვში რეტინოპათიის ლაზერული მკურნალობის კლინიკური ტრეინინგი. თანაავტორი/ავტორია 40 სამეცნიერო ნაშრომის, ხელმძღვანელობს სტუდენტთა სამეცნიერო თემათა დამუშავებას. ექიმი–ოფთალმოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა -"თვალის წინა მონაკვეთის ფლუროესცენანგიოგრაფიული გამოკვლევები ეპისკლერალურ და ზოგად ვენურ წნევასთან შეპირისპირებაში ავადმყოფებში პირველადი ღია კუთხიანი გლაუკომით", დაიცვა 1983 წელს.

Member of Organizations

  • საქართველოს ოფთალმოლოგთა ასოციაცია, წევრი

Contacts Information

  • Business
    ახალი მზერა
    Address:თბილისი, აბულაძის ქ.32
    Phone:(995 32) 221 46 00