შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
თამაზ თამაზაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სიღნაღის რაიონი, სოფელი წნორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1977 წელს. 1977–1979წწ. იყო გურჯაანის რაიონის ცენტრალური საავადმყოფოს ქირურგი; 1979–1981წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ქირურგიულ სნეულებათა კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1982–1987წწ. ამავე კათედრის ასისტენტი; 1987–1990წწ. დოცენტი; 1990 წლიდან პროფესორი. გამოქვეყნებული აქვს 105 სამეცნიერო ნაშრომი, 4 მონოგრაფია: "ნაწლავთა მწვავე შეხორცებითი გაუვალობის ოპერაციის შემდგომი მკურნალობა"(1992), "ნაწლავთა უკმარისობის სინდრომი ქირურგიაში"(1994), "მუცლის ღრუს დრენირება"(1996), "პარენტენალური და ენტერალური კვება ქირურგიაში"(1996). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "წვრილი ნაწლავის მწვავე შეხორცებითი გაუვალობის შემდგომი მეტაბოლოზმის დარღვევათა პათოგენეზური თერაპია", დაიცვა 1981 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ენტერალური კვება და ნაწლავთა დეკომპრესია აბდომინალურ ქირურგიაში", დაიცვა 1987 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |