The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



ილიკო თაყაიშვილი

ილიკო თაყაიშვილი
Legal name:ილია თაყაიშვილი
Date of birth:1926  (98 years)
Category:Surgeon

Biography

დაამთავრა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრთთან არსებული ქორეოგრაფიული სტუდია 1938 წელს; 1951 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი.  

მონაწილეობდა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სპექტაკლებში; 1945 წლიდან ი. სუხიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის შემადგენლობაშია. ამ ანსამბლის პირველი თაობის წარმომადგენელია. თაყაიშვილი გამოირჩეოდა მაღალი პროფესიული ოსტატობით, ინტელიგენტური მანერებით, დახვეწილი იუმორით, გააზრებული ქმედებით, გარდასახვის უნარით, ტემპერამენტით. ცეკვავდა ანსამბლის თითქმის მთელი რეპერტუარის წამყვან პარტიებს. მან ანსამბლთან ერთად ტრიუმფით შემოიარა მსოფლიოს მრავალი ქვეყანა და ცეკვის პარალელურად მუშაობდა ანსამბლის ექიმად. იყო თბილისის რკინიგზის საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგე.

Awards and Honors

  • 1953 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • 1953 - ახალგაზრდობისა და სტუდენტთა IV საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი