The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



გია თვალავაძე

გია თვალავაძე
დაბადების თარიღი:11 თებერვალი, 1963  (62 წლის)
კატეგორია:ქირურგი

ბიოგრაფია

დაბადების: ქ. ლანჩხუთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1987 წელს.

1987–1988წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ზოგადი ქირურგიის განყოფილების ექიმი–ინტერნი; 1988–1991წწ. ლანჩხუთის ცენტრალური საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ექიმი–ქირურგი; 1991–1998წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ქირურგიის პირველიდი სპეციალიზაციის კათედრაზე; 1998 წლის 23 თებერვლიდან ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორად. ავტორია 14 სამეცნიერო ნაშრომის ზოგადი ქირურგიის საკითხებზე და სხვა პრობლემებზე. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პოლიაკრილამიდით დაფარული მაღალ დისპერსიული რკინის ნაწილაკების გამოყენება საქმკურნალო საშუალებათა გამიზნული გადატანისათვის", დაიცვა 1993 წელს.