The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



გიორგი თოდუა

დაბადების თარიღი:8 იანვარი, 1960  (65 წლის)
კატეგორია:რევმატოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1983 წელს.

1984–1987წწ. იყო სოფელ ბერშევათის(გორის რაიონი) საექიმო ამბულატორიის გამგე–ექიმი; 1987 წელს მცხეთის საექიმო ამბულატორიის ექიმი–თერაპევტი; 1987–1993წწ. ექსპერიმენტული და კლინიკური თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ანთებითი რევმატიულ დაავადებათა განყოფილების ხელმძღვანელი, უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1993 წლიდან– ამავე განყოფილების მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია სამეცნიერო ნაშრომების, გამოქვეყნებული აქვს "რევმატოლოგიის ცნობარი", "მეცნიერება", თბილისი, 1996 წელს. რევმატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "შემაერთებელ ქსოვილის დიფუზურ დაავადებათა რეგისტრი საქართველოში".

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს რევმატოლოგთა ასოციაცია, წევრი