Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website. For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili) |
ფრიდონ თოდუა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1968 წელს. 1968-1990წწ. იყო მოსკოვის ა. ვიშნევსკის სახელობის ქირურგიის ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი; უმცროსი და უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; კომპიუტერული ტომოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელი; 1991 წლიდან დააარსა და ხელმძღვანელობს კლინიკური მედიცინის ს/კ ინსტიტუტს; 1998 წლიდან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეზიდენტურის სასწავლო პროგრამის დირექტორი სამედიცინო რადიოლოგიის სპეციალობაში; ხელმძღვანელობდა სამედიცინო აკადემიის რადიოლოგიის კათედრას ენდოსკოპიის კურსით; 1999 წლიდან ხელმძღვანელობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიაგნოსტიკური მედიცინის დეპარტამენტს; 2002 წლიდან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მთავარი რადიოლოგი. 600 სამეცნიერო ნაშრომის, 8 მონოგრაფიისა და 15 გამოგონების ავტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ცელომური კისტები, პერიკარდიუმის დივერტიკულები და კარდიო-დიაფრაგმული კუთხის ლიპომები", დაიცვა 1973 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ბრონქული სისხლის მიმოქცევის მნიშვნელობა სისხლდენით გართულებული ფილტვის ქრონიკული არასპეციფიური დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში", დაიცვა 1984 წელს. Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |