The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ფრიდონ თოდუა

ფრიდონ თოდუა
დაბადების თარიღი:9 იანვარი, 1944
გარდაცვ. თარიღი:7 ოქტომბერი, 2017  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:რადიოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1968 წელს. 

1968-1990წწ. იყო მოსკოვის ა. ვიშნევსკის სახელობის ქირურგიის ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი; უმცროსი და უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; კომპიუტერული ტომოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელი; 1991 წლიდან დააარსა და ხელმძღვანელობს კლინიკური მედიცინის ს/კ ინსტიტუტს; 1998 წლიდან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეზიდენტურის სასწავლო პროგრამის დირექტორი სამედიცინო რადიოლოგიის სპეციალობაში; ხელმძღვანელობდა სამედიცინო აკადემიის რადიოლოგიის კათედრას ენდოსკოპიის კურსით; 1999 წლიდან ხელმძღვანელობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიაგნოსტიკური მედიცინის დეპარტამენტს; 2002 წლიდან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მთავარი რადიოლოგი. 600 სამეცნიერო ნაშრომის, 8 მონოგრაფიისა და 15 გამოგონების ავტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ცელომური კისტები, პერიკარდიუმის დივერტიკულები და კარდიო-დიაფრაგმული კუთხის ლიპომები", დაიცვა 1973 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ბრონქული სისხლის მიმოქცევის მნიშვნელობა სისხლდენით გართულებული ფილტვის ქრონიკული არასპეციფიური დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში", დაიცვა 1984 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "Georgian medical News" - სარედაქციო კოლეგია, წევრი
  • ბრიტანეთის, ჩრდ. ამერიკისა და ევროპის რადიოლოგთა ასოციაცია, წევრი
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო, წევრი
  • ჟურნალ ''საქართველოს სამედიცინო მოამბის'' სარედაქციო კოლეგია, წევრი
  • ჟურნალი "რენდგენოლოგიისა და რადიოლოგიის მაცნე", მთავარი რედაქტორი
  • რუსეთის, უკრაინისა და ყაზახეთის რადიოლოგთა საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტი, ვიცე-სპიკერი (2008-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'', წევრი (2008-2012)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალი "მოამბე", მთავარი რედაქტორის მოადგილე
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, ვიცე-პრეზიდენტი (2004-)
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, აკადემიკოსი
  • საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საპატიო მოქალაქეობისა და სახელმწიფო პრემიების მიმნიჭებელი კომიტეტის საბჭო, წევრი
  • საქართველოს რადიოლოგთა ასოციაცია, პრეზიდენტი
  • საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭო, წევრი
  • ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს მრჩეველთა საბჭო, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2009 - ვახტანგ გორგასლის სახელობის ორდენი
  • 2004 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი
  • 2003 - აშშ-ის ბიოგრაფიული კვლევის ინსტიტუტი, საზოგადოების წინაშე კეთილშობილური მიღწევებისთვის ("წლის საუკეთესო ადამიანი")
  • 2003 - ა. შვაიცერის სახელობის მედალი
  • 2000 - ანდრია პირველწოდებულის მედალი
  • 1999 - მალტის ორდენი
  • 1999 - ევროპის ''ღირსების ორდენი''
  • 1999 - ბელგიის სამეფო კარის შევალიე
  • 1998 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1996 - ღირსების ორდენი
  • 1996 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1994 - ამირან ჩაჩავას სახელობის პრემია
  • 1993 - გრიგოლ მუხაძის სახელობის მედალი
  • 1993 - ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის სახელობის მედალი
  • 1988 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1979 - ალექსანდრე ვიშნევსკის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია