The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ოთარ თოიძე

ოთარ თოიძე
დაბადების თარიღი:2 თებერვალი, 1948  (77 წლის)
კატეგორია:ნევროლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1972 წელს.

1973-2004წწ. იყო აკადემიკოს პეტრე სარაჯიშვილის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტის უმცროსი, უფროსი და წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი. არის ავტორო წიგნებისა: "ეპილეფსია პირველად ჯანდაცვაში"(2003); "ქალი, ეპილეფსია, რეპროდუქცია"(2001"; "ეპილეფსია"(2005). 2003 წელს აღიარებულია საუკეთესო ექიმად, ხოლო 2005 წელს კი მსოფლიოში ყველაზე მზრუნველ ექიმად.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ადამიანის თავის ტვინის ბიოელექტრონული აქტივობის ასაკობრივი თავისებურებები ძილში'', დაიცვა 1978 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ლოკალიზაციაზე დამოკიდებული იდიოპათიური ეპილეფსიური სინდრომები", დაიცვა 2003 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევროპის ეპილეფსიის აკადემია, წევრი (1998-)
  • ეპილეფსიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო ლიგის საქართველოს განყოფილება, ვიცე-პრეზიდენტი (1996-)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, თავმჯდომარე (2008-2012)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2003 - ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის სახელობის მედალი

ბიბლიოგრაფია

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტი
    მისამართი:თბილისი, ვაჟა-ფშაველას 83/11, მე-3 სართ
    ტელეფონი:(995 32) 2912947; (995 32)2 183 317; 577 471 616
    ელ.ფოსტა:
    ვებ საიტი:http://inn.org.ge