Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website. For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili) |
გია თომაძე![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1978 წელს. 1979 წელს იყო თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ინტერნი; 1979–1981წწ. მოსკოვის ქირურგიის საკავშირო ცენტრის კლინიკური ორდინატორი; 1981–1984წწ. აქვე დაამთავრა ასპირანტურის კურსი და შეთავსებით მუშაობდა პასუხისმგებელ ქირურგად მოსკოვის N20 კლინიკურ საავადმყოფოში; 1994 წლიდან ქალაქის N1 კლინიკური საავადმყოფოს ბაზაზე არსებული თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ქირურგიული კათედრის(ზოგადი ქირურგიული კლინიკის) თანამშრომელია. 1988 1989წწ. მუშაობდა მინესოტის(აშშ) უნივერსიტეტის ქირურგიულ კლინიკაში; 1997-2002წწ. იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ქირურგი, ამჟამად არის ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტთა პანელის წევრი ქირურგიაში და ორგანოთა ტრანსპლანტაციაში; ავტორია 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, ეკუთვნის 3 გამოგონება, 7 რაციონალიზატორული წინადადება, 4 მეთოდური რეკომენდაცია. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილეობდა როგორც ქირურგი. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პანკრეასის სადინარის პლომბირების კლინიკური გამოყენების ექსპერიმენტული დასაბუთება", დაიცვა 1983 წელს. სადოქტორო დისერტაცია - "შაქრიანი დიაბეტის ქირურგიული მკურნალობა", დაიცვა 1993 წელს. Member of Organizations
Awards and Honors
Contacts Information
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |