The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ელისაბედ თოფურიძე

დაბადების თარიღი:29 მარტი, 1928  (97 წლის)
კატეგორია:თერაპევტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1951 წელს.

1951–1969წწ. იყო რესპუბლიკის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს პირველი თერაპიული განყოფილების ორდინატორი; 1969–1991წწ. თბილისის სანიტარიის და ჰიგიენის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის სამკურნალო კვების ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1991 წლიდან თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის სამკურნალო კვების განყოფილების წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელი; 1969 წლიდან სამკურნალო კვების ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1975 წლიდან სამკურნალო კვების განყოფილების ხელმძღვანელი. ავტორია 55 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება სიმსუქნის პრობლემებს, მის მკურნალობას და სამკურნალო კვებას. თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "Ферментативная функция кишечника при хр. холецистите в динамике", დაიცვა 1967 წელს მოსკოვში.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "Распостраненность ожирения в Груз. ССР и обосновании его диетического лечения", დაიცვა 1983 წელს მოსკოვში.