The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



მაია თოფურიძე

Date of birth:10 November, 1927  (96 years)
Category:Radiologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1951 წელს.

1951–1953წწ. იყო კურორტოლოგიის და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1953–1955წწ. მუშაობდა ბაკურიანში სათხილამურო ბაზაში ექიმად; 1955–1958წწ. ბავშვთა მე–4 საავადმყოფოში ქირურგად; 1958–1960წწ. ამავე საავადმყოფოში რენტგენის კაბინეტის გამგედ; 1960–1964წწ. იყო რენტგენოლოგიის სამეცნიერ კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი; 1964–1967წწ. პედიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიუტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1967–1983წწ. ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელ–რენტგენოლოგი; 1983 წლიდან რენტგენის კაბინეტის გამგე. 10 წლის განმავლობაში უსასყიდლოდ უტარებდა პრაქტიკულ მეცადინეობებს ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის რენტგენის კათედრის მსმენელებს, სემინარებს საქართველოს რეგიონებში ექიმებისთვის. მის მიერაა დანერგილი საქართველოში ტომოგრაფიის მეთოდის გამოყენება ბავშვებში. ბავშვთა რენტგენოლოგიაში პირველი მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატია და საქართველოში პირველად მას აქვს მინიჭებული ბავშვთა რენტგენოლოგიაში უფროსი მეცნიერ– თანამშრომლის წოდება. ავტორია 48 სამეცნიერო ნაშრომის, უმაღლესი კატეგორიის ექიმი–ბავშვთა რენტგენოლოგი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ტუპერკულოზური სპონდილიტით დაავადებულ ბავშვთა ხერხემლის ტომოგრაფიული გამოკვლევა", დაიცვა 1964 წელს.

Member of Organizations

  • თბილისის პედიატრთა ასოციაცია, წევრი (1965-)
  • თბილისის რენტგენოლოგთა ასოციაცია, წევრი (1960-)

Awards and Honors

  • 1985 - შრომის ვეტერანი
  • 1970 - მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
  • საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მადლობა