The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



ციალა თოხაძე

Date of birth:4 June, 1924
Date of death:February, 2004  (at 79 years)
Category:Pediatrist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1946 წელს.

1941–1946წწ. იყო საფაკულტეტი პედიატრიის კათედრის ორდინატორი; 1949–1951წწ. დედათა და ბავშვთა ჯანდაცვის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ბავშვთა კლინიკის ორდინატორი; 1951–1960წწ. ახალშობილთა განყოფილების მეცნიერ–თანამშრომელი; 1961–1962წწ. პედიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ბავშვთა კვების განყოფილების ხელმძღვანელი; 1962–1967წწ. კლინიკური განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1968–1980წწ. ახალშობილთა ფიზიოლოგიისა და პათოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი; 1981–1992წწ. საორგანიზაციო მეთოდური განყოფილების გამგე. ავტორია 66 სამეცნიერო ნაშრომისა დედისა და ნაყოფის ურთიერთკავშირის პრობლემებზე. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო–პრაქტიკული ხასიათის 2 მეთოდური წერილი(1973; 1975). მიღებული აქვს შრომის დამკვრელის საპატიო წოდების მედალი (1980) და ექიმ–პედიატრის უმაღლესი საკვალიფიკაციო წოდება.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ზოგიერთი ფერმენტული სისტემის აქტივობის საკითხისათვის ახალშობილთა სისხლში კვების სიხშირესთან დაკავშირებით", დაიცვა 1959 წელს.

Member of Organizations

  • პერინატოლოგთა და ნეონატოლოგთა საერთაშორისო ასოციაცია, საპატიო წევრი
  • საქართველოს პედიატრთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი

Awards and Honors

  • 1983 - შრომის ვეტერანის მედალი
  • 1970 - მედალი "უანგარო შრომისთვის"

Bibliography