The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



ნათელა თურქია

Date of birth:7 February, 1929  (95 years)
Category:Oncologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1953 წელს.

1954–1955წწ. იყო გროზნოს ოლქის ქ. გუდერმესის რაისაავადმყოფოს მეან–გინეკოლოგი; 1958–1959წწ. საქ. სოც. უზრუნველყოფის სამინისტროს სამკურნალო ექსპერტიზისა და პროტეზირების ექიმი–ინსპექტორი; 1959–1968წწ. ჯანდაცვის სამინისტროს ონკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ექსპერიმენტული კიბოს ლაბორატორიის მეცნიერ–თანამშრომელი; 1968–1969წწ. ამავე ინსტიტუტის ექსპერიმენტული ქიმიოთერაპიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1969–1977წწ. ექსპერიმენტული კიბოს ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1977 წლიდან ხელმძღვანელობდა ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის ქიმიური კანცეროგენეზის ლაბორატორიას. 1994 წლიდან – შეთავსებით ჰემობლასტოზების განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 116 სამეცნიერო ნაშრომის და 51 საავტორო მოწმობის. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. ონკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ოვარიალური ციკლის ჰორმონების გავლენა სარძევე ჯირკვლის კიბოს ინდუქცირებაზე",  დაიცვა 1967 წელს.

Member of Organizations

  • ონკოლოგთა საზოგადოება, წევრი
  • ონკოცენტრის სამეცნიერო საბჭო, წევრი
  • ონკოცენტრის სარედაქციო კოლეგია, წევრი, მთავარი რედაქტორის მოადგილე
  • საკავშირო სამედიცინო აკადემიასთან არსებული "კანცეროგენეზის" საპრობლემო კომისია, წევრი (1975-1990)
  • საკოორდინაციო საბჭო, წევრი