შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ნათელა თურქია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1953 წელს. 1954–1955წწ. იყო გროზნოს ოლქის ქ. გუდერმესის რაისაავადმყოფოს მეან–გინეკოლოგი; 1958–1959წწ. საქ. სოც. უზრუნველყოფის სამინისტროს სამკურნალო ექსპერტიზისა და პროტეზირების ექიმი–ინსპექტორი; 1959–1968წწ. ჯანდაცვის სამინისტროს ონკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ექსპერიმენტული კიბოს ლაბორატორიის მეცნიერ–თანამშრომელი; 1968–1969წწ. ამავე ინსტიტუტის ექსპერიმენტული ქიმიოთერაპიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1969–1977წწ. ექსპერიმენტული კიბოს ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1977 წლიდან ხელმძღვანელობდა ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის ქიმიური კანცეროგენეზის ლაბორატორიას. 1994 წლიდან – შეთავსებით ჰემობლასტოზების განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 116 სამეცნიერო ნაშრომის და 51 საავტორო მოწმობის. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. ონკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ოვარიალური ციკლის ჰორმონების გავლენა სარძევე ჯირკვლის კიბოს ინდუქცირებაზე", დაიცვა 1967 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |